HERIO ᲓᲘᲜᲐᲛᲘᲙᲘ, ᲨᲔᲥᲛᲜᲘᲚᲘᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ
HERIO არის სახლის მოხმარების დინამიკი, რომელიც საქართველოში შეიქმნა.
დინამიკის ხმის ინჟინერია HERIO-ს ადგილობრივმა გუნდმა შეიმუშავა, ხოლო პირველი მოდელის - Herio Block-ის დიზაინი Rooms Studio-ში, ქართველმა დიზაინერებმა შექმნეს.
სრულყოფის პროცესს სამ წელზე მეტი დრო დაეთმო. ჰერიოს ხმის ინჟინრების გუნდი მსოფლიოში მოწინავე აკუსტიკურ მომწოდებლებთან თანამშრომლობით ქმნიდა და ავითარებდა დინამიკის სახასიათო ხმას. საბოლოოდ, ინდუსტრიაში არსებული სტანდარტების შესაბამისი პროდუქტი შეიქმნა.
Herio block-ის შეზღუდული ერთეულები ორ ზომასა და ორ ფერში, შავ და ვერცხლისფერ ფერებშია ხელმისაწვდომი. დინამიკის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ბრენდის ოფიციალურ გვერდზე ან საქართველოს ბანკის SOLO სივრცეებში.